saqarTvelos mdinareebi - iufSara
სათავე | რიწის ტბა 43°28`19` ჩ. გ. 40°32`00` ა. გ. |
შესართავი | მდ. გეგა 43°24`32` ჩ. გ. 40°27`45` ა. გ. |
სიგრძე | 11 კმ |
აუზის ფართობი | 296 კმ² |
მდინარე აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, გეგის მარცხენა შენაკად. გამოდის რიწის ტბიდან. სიგრძე 11 კმ, აუზის ფართობი 236 კმ2. სათავიდან 0,5 კმ-ზე იკარგება ნაზვავში და 2 კმ შემდეგ გამოდის ზედაპირზე. მიედინება კანიონში. საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის წყლით. წყალდიდობა აპრილ-მაისშია, იშვიათად - ზამთარშიც. საშუალო ხარჯი სათავეში 7,6 მ3/წმ. წყალი მუდამ სუფთაა. იუფშარის ხეობაში გადის რიწის ტბისაკენ მიმავალი გზატკეცილი.